მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AT&T-ისა და Corning-ს შორის $1-მილიარდიანი გარიგება შედგა

AT&T

სატელეკომუნიკაციო ბაზრის გლობალურმა გიგანტმა, AT&T-იმ კომპანია Corning-თან 1 მილიარდი დოლარის მოცულობის კონტრაქტი გააფორმა. გარიგების შედეგად, Corning-მა უნდა უზრუნველყოს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის, უახლესი თაობის გადამცემების და მოწყობილობების მომარაგება, რაც AT&T-ის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, უახლოეს მომავალში AT&T-ის მომხმარებლების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება, რაც არსებულ სისტემაზე ზეწოლას ზრდის, ამიტომ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა აუცილებელია, რისთვისაც სწორედ ეს 1 მილიარდი დოლარი დაიხარჯება.

აქვე, იმასაც გეტყვით, რომ AT&T-ს თითქმის 120 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და მისი საბაზრო შეფასება 160 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც მას სატელეკომუნიკაციო ბაზრის ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშედ აქცევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები