მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუცილებელია, დაიგეგმოს მთელი ქვეყანა, რომ აღარ იყოს ქაოსური განვითარება - ირაკლი ღარიბაშვილი

63970c455fd7d
ინგა მურუსიძე
12.12.22 14:56
400
ვმუშაობთ აქტიურად მთელი ქვეყნის „მასტერპლანზე“, ანუ გენგეგმაზე. აუცილებელია, რომ დაიგეგმოს მთელი ქვეყანა, რომ აღარ იყოს ქაოსური განვითარება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

„ჩვენ ყველა ქალაქის გენგეგმას გავამზადებთ, ბატონი ლევან დავითაშვილის უწყება აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. გვინდა, რომ ჩამოვიყვანოთ მაგარი კომპანიები, ყველაზე წარმატებული უცხოური ევროპული კომპანიები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ჩვენს ქართულ კომპანიებთან ერთად და დაიდება ერთხელ და სამუდამოდ მთელი ქვეყნის განვითარების გეგმა, ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი,“- აღნიშნა პრემიერმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები