მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია ყველა კონგრესმენთან - ზალკალიანი

5ee1f8c8a6092
შოთა ტყეშელაშვილი
11.06.20 14:40
907
“აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია ყველა კონგრესმენთან და მოვიკვლევთ, ვისი რეკომენდაციით დაიწერა ეს ერთი აბზაცი,” - განაცხადა დავით ზალკალიანმა კონგრესმენების მიერ მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით. მისი თქმით, სასირცხვილოა საუბარი იმაზე, თითქოს, ბიძინა ივანიშვილს, საქართველო რუსეთისკენ მიყავს და მის დესტაბილიზაციას ცდილობს.

ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი და საერთოდ სირცხვილია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ამ ხელისუფლების პარტიის ლიდერს აქვს კავშირი რუსეთთან და ქვეყანა მიყავს დესტაბილიზაციისკენ.

აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია ყველა კონგრესმენთან და მოვიკვლევთ ვისი რეკომენდაციით დაიწერა ეს ერთი აბზაცი. ფაქტი, რომ პირველმა საკუთარ ფეისბუქზე ეს გამოდო ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და გამოხმაურებები, რომლებიც გვქონდა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომლებიც ამას თარგმნიან მათ მხარდაჭერაში,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კონგრესმენების მიერ მომზადებული დოკუმენტი:

ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, პუტინის ახლო მოკავშირეა და ჩართულია საქართველოში დესტაბილიზაციაში რუსეთის სასარგებლოდ, – ამის შესახებ საუბარია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც დასათაურებულია „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“.

დოკუმენტში საუბარია რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე და აღნიშნულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გახანგრძლივდეს დეზინფორმაციის კამპანიების გამო. ამასთან კონკრესმენები წერენ, რომ ახალი სანქციები უნდა იყოს გამოყენებული სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ პროპაგანდისტებზე; და ასევე რუსეთის მოკავშირეებზე სხვა ქვეყნებში, რომლებიც პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ.

„უფრო მეტიც, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეიმუშავოს ანგარიში, რომელშიც ჩამოთვლილი იქნებიან კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქები, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო აგრესიას მარიონეტული და დაქირავებული არმიების დახმარებით“, - წერია დოკუმენტში.

კონგრესმენები ასევე საუბრობენ საქართველო-აშშ-ის კავშირებზე.

“საქართველოს მხარდაჭერის აქტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ უკვე დაამტკიცა, თუმცა სენატმა ჯერ არა, ითვალისწინებს იმას თუ როგორ შეიძლება აშშ-მა იმუშაოს საქართველოსთან ერთად რუსეთის დეზინფორმაციებთან ბრძოლაში და საქართველოს უსაფრთხოების საჭიროებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“, – წერია დოკუმენტში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები