მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტმა დმანისის მუნიციპალიტეტში ავტოპარკის მართვის ხარვეზები გამოავლინა - დეტალები

აუდიტი

სახელმწიფო აუდიტმა დმანისის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მერიაში ავტოპარკის მართვის ხარვეზები გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტი „ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის შესახებ“ თვითმმართველობებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი შეს რულება.

მუნიციპალიტეტს კი აღნიშნულ საკითხზე ნორმატიული აქტი არ მიუღია – სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობა გამგებლის ბრძანების საფუძველზე რეგულირდებოდა.

2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტი 4 სამორიგეოს გარდა ასევე სარგებლობდა საჯარო მოხელეების სარგებლობაში არსებული 35 ერთეული ავტომანქანით.

2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტმა გახარჯა 315.4 ათასი ლარის ღირებულების 92.8 ტონა საწვავი. საწვავის ჩასხმა ხორციელდებოდა ტალონებისა და ნომრიანი/უნომრო პლასტიკური ბარათებით.

ტალონების გამოყენებით გახარჯულია 17.4 ტონა, ხოლო ბარათებით − 75.4 ტონა საწვავი.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებასა და რაციონალურ ხარჯვაზე, კერძოდ:

 2021 წელს დაწესებული ლიმიტის ზემოთ გახარჯულია 1.5 ტონა საწვავი;

 ავტომანქანებში, 177 შემთხვევაში, 4.4 ტონა საწვავი ჩასხმულია

უნიციპალიტეტის ტერიტორიის გარეთ მდებარე ავტოგასამართ სადგურებში, რაც არ უკავშირდება მოხელეების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მიდგომა სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ არარაციონალურია; მუნიციპალიტეტს არ აქვს მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმატიული აქტი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე; საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს.

შედეგად, საწვავი გამოყენებულია დაწესებული ლიმიტის დარღვევით. ასევე კონკრეტული მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ, რაც წარმოშობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს.

აუდიტის რეკომენდაციით, მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით განსაზღვროს კონტროლის მექანიზმები და შეიმუშაოს წესი, რითაც დარეგულირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობა. საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია მერიამ დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმ(ებ)ი და შეიმუშაოს სათანადო პროცედურები. სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების მონიტორინგის მიზნით, კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე შესაძლოა განხილულ იქნეს სატელიტური (GPS) ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები