დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
როგორც bm.ge-ის საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 78 150 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 10.150 პროცენტით, მაქსიმალური - 10.500 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.235 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 10.250 პროცენტს შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.




























