მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოწყობა და დიგიტალიზაცია სწრაფად მოხდეს“ - მსოფლიო ბანკი „შუა დერეფანზე"

საქართველო

მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის მიმართულების ხელმძღვანელი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში შომიკ მენდრატის განცხადებით, „შუა დერეფნის“ პოტენციალის ასათვისებლად ინფრასტრუქტურის მოწყობა და დიგიტალიზაცია სწრაფად უნდა მოხდეს. ამის შესახებ მან მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი - დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“ რეგიონული პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

შომიკ მენდრატის თქმით, მსოფლიო ბანკისა და EBRD-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ „შუა დერეფანს“ დიდი პოტენციალი აქვს.

„დღევანდელ შეხვედრაზე გვექნება საშუალება ვისაუბროთ "შუა დერეფნის" პოტენციალზე, რომელიც ამიერკავკასიის ქვეყნებს, ყაზახეთს, საქართველოს, ჩინეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს დააკავშირებს და საქონლის გადაზიდვებს აღნიშნულ მიმართულებებით შესაძლებელს გახდის.

არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, "შუა დერეფანს" დიდი პოტენციალი აქვს. სპეციალური კვლევები ჩავატარეთ ჩვენც და EBRD-მაც. კვლევებმა აჩვენა, რომ "შუა დერეფანს" შეუძლია ჩამოყალიბდეს კონკურენტულ დერეფნად. აუცილებელია სწრაფად მოხდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, დიგიტალიზაცია. ამასთან, აღნიშნული კორიდორი ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წყარო გახდება", - განაცხადა მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის მიმართულების ხელმძღვანელმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები