მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუცილებელია, საქართველომ განაგრძოს თანამშრომლობა ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან - ბრიტანეთის ელჩი

ბრიტანეთის ელჩი

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"დღეს, როცა საქართველოს დროშა კვლავ ამაყად ფრიალებს დემოკრატიულ ქვეყანაში, დიდი ბრიტანეთი საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად რჩება რუსეთის მხრიდან არსებული ახალი საფრთხეების ფონზე. ევროპული უსაფრთხოებისთვის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში აუცილებელია, საქართველომ განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან, საერთო ღირებულებების დასაცავად.

მისმა უდიდებულესობამ, მეფემ მთხოვა გადმომეცა შემდეგი გზავნილი: დღეს ქართველი ხალხი აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მისი უდიდებულესობა მეფე და მისი უდიდებულესობა დედოფალი სითბოთი ულოცავენ საქართველოს ამ ღირსშესანიშნავ დღეს. მისი უდიდებულესობები მიესალმებიან ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას და ქართველ ხალხს საუკეთესო სურვილებს უთვლიან", - ამბობს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში.

დღეს, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 107 წელი გავიდა 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები