მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნება" - ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონი

აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პლატფორმა X-ზე განაცხადა.

მან ასევე განცხადებაში აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელია ბოლო 30 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ტენდენციის გამო.

პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის ალასკაში შეხვედრის შემდეგ, დღეს, დილით პრეზიდენტ ტრამპთან, პრეზიდენტ ზელენსკისთან და ჩემს ევროპელ პარტნიორებთან საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

ამ შეხვედრის დასასრულს, ჩვენ გავაგრძელეთ დისკუსიები ჩემს ევროპელ კოლეგებთან. ჩვენ ერთხმად ვაცხადებთ რომ: აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნება მანამ, სანამ მისი აგრესიული ომი გაგრძელდება და სანამ არ დამყარდება მყარი და მდგრადი მშვიდობა, რომელიც პატივს სცემს უკრაინის უფლებებს.

ნებისმიერ ხანგრძლივ მშვიდობას თან უნდა ახლდეს ურყევი უსაფრთხოების გარანტიები. ამ მხრივ, მივესალმები შეერთებული შტატების მზადყოფნას, ამაში წვლილი შეიტანოს. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ მათთან და მსურველთა კოალიციის ყველა ჩვენს პარტნიორთან, რომლებთანაც მალე კვლავ შევხვდებით, კონკრეტული პროგრესის მისაღწევად...

ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან, რათა დავიცვათ ჩვენი ინტერესები ერთიანობისა და პასუხისმგებლობის სულისკვეთებით. საფრანგეთი მტკიცედ რჩება უკრაინის გვერდით“, - აცხადებს ემანუელ მაკრონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები