მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების გაფართოების ბრძანება გასცა

ბირთვული პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მასშტაბის გაზრდის განკარგულებას ხელი მოაწერა.

ოფიციალურ სამართლებრივ პორტალზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, რუსეთის არმიის შემადგენლობა 2.44 მილიონ ადამიანამდე გაიზრდება, საიდანაც მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 1.55 მილიონს შეადგენს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს მიმდინარე წელს შეიარაღებული ძალების შტატის გაფართოების უკვე მეოთხე შემთხვევაა, რისი წყალობითაც მოქმედი სამხედროების რიცხვი 15.5 ათასით გაიზარდა.

პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვმა ფაქტობრივად სამხედრო მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყო. მისი ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე ამჟამად ჩრდილოეთ კორეის 8 ათასზე მეტი ჯარისკაცი იმყოფება, კიდევ 10 ათასი სამხედროს გაგზავნა კი უახლოეს მომავალში იგეგმება. სანაცვლოდ, კრემლი ფხენიანს ტექნოლოგიურ დახმარებას უწევს, რაც ჩრდილოეთ კორეაში Shahed-ის ტიპის დამრტყმელი დრონების წარმოების დაწყებას ითვალისწინებს.

სამხედრო მობილიზაციის პარალელურად, რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი შეჩერებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები