მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული დარტყმების გამო, უკრაინაში მეტალურგიული წარმოება 80%-ით შემცირდა

ქარხანა ფოლადი წარმოება მეტალურგია

რუსული საჰაერო თავდასხმების შედეგად, უკრაინაში მეტალურგიული წარმოება სექტემბერში 80%-ით შემცირდა. ეკონომიკური სტრატეგიის ცენტრის კვლევის თანახმად, დაბომბვებმა შვიდი ძირითადი ღუმელი დააზიანა. დაზიანებული ინფრასტრუქტურიდან ხუთი ერთეული Metinvest-ის საწარმოებს ეკუთვნის, ორი კი ArcelorMittal-ის ქარხნებში მდებარეობს.

საყურადღებოა, რომ გასულ წელს მეტალურგიული დარგი, მომიჯნავე სექტორებთან ერთად, უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ზე მეტს შეადგენდა. საინვესტიციო კომპანია Dragon Capital-ის ოქტომბრის პროგნოზით კი, ფოლადის წარმოების შეჩერებისა და მადნის მოპოვების შემცირების შედეგად მიყენებული ზარალი მშპ-ის 1.5%-ს მიაღწევს.

ორგანიზაციაში მოელიან, რომ ამ ფაქტორების გამო ქვეყნის ეკონომიკა როგორც 2026, ისე 2027 წელს შემცირდება. ეკონომიკური სტრატეგიის ცენტრის გათვლებით, თუ საწარმოები მთელი 2027 წლის განმავლობაში ვერ ამუშავდება და დანაკლისს სხვა დარგები ვერ დააკომპენსირებს, ეკონომიკური ვარდნა შესაძლოა გაცილებით ღრმა აღმოჩნდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები