მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„აუცილებელია ყოველდღიურად ვიმოქმედოთ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად“ - დავით სონღულაშვილი

დავით სონღულაშვილი

„აუცილებელია ყოველდღიურად ვიმოქმედოთ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად“ - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღლაშვილმა დღევანდელ დღეს - 28 მარტს „დედამიწის საათის“ დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა. მის კომენტარს უწყება ავრცელებს.

28 მარტს „დედმიწის საათი“ აღინიშნება. დედამიწის საათი (Earth Hour) წარმოადგენს გლობალურ გარემოსდაცვით ინიციატივას, რომელიც უკვე 20 წელია ტარდება.

„დედამიწის საათი (Earth Hour) გლობალური გარემოსდაცვითი ინიციატივაა.

ამ ინიციატივის მიზანი კლიმატის ცვლილების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს, რაც სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება.

თითოეულ ჩვენგანს სიღრმისეულად უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ აუცილებელია ყოველდღიურად ვიმოქმედოთ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად.

ინიციატივის ფარგლებში, ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი და ასობით ქვეყანა ერთიანდება სიმბოლური აქტის გარშემო - ერთი საათით უარს ვამბობთ ელექტროენერგიის გამოყენებაზე.

ყველა გადაწყვეტილება, რომელიც კლიმატის ცვლილების შერბილებისკენ არის მიმართული, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა დღევანდელი დღისა და ჩვენი მომავლისთვის. დაცული გარემო ჩვენი უსაფრთხო მომავლის პირობაა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები