მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავარიების რაოდენობა გაიზარდა - 2024 წელს სიმთვრალით 185 შემთხვევა იყო გამოწვეული

ავარია

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა და 2024 წელს 5 866 შეადგინა, მაშინ როცა 2023 წელს 5 594, ხოლო 2022 წელს - 5 469 იყო.

საქსტატის მიერ შსს-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ავტოსაგზაო შემთხვევებიდან 185 სიმთვრალით იყო გამოწვეული, 2023 წელს კი, ეს მაჩვენებელი 158 იყო.

რაც შეეხება დაზარალებულთა და დაღუპულთა რაოდენობას, 2024 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 444 ადამიანი, ხოლო დაზარალდა 7 587. 2023 წელს კი, დაიღუპა 442 ადამიანი, ხოლო დაზარალდა 7 310.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები