საქართველოში ავეჯის წარმოება იზრდება.
„გალტ ენდ თაგარტის“ მონაცემებით, 2017-21 წლებში, ავეჯის სექტორში ადგილობრივი წარმოების წილი 22.1%-დან 27.0%-მდე გაიზარდა.
2021 წელს ავეჯის ბაზრის ზომა 295 მლნ დოლარი იყო, აქედან 79.5 მლნ ადგილობრივ წარმოებაზე მოდის. სექტორი 2020 წელთან შედარებით 9.1%-იან ზრდას აჩვენებდა, თუმცა 2017-21 საშუალო ზრდა უარყოფითი იყო და 1.4% შეადგენდა.
ავეჯის ფასები კვლავ მზარდია, რაც „გალტ ენდ თაგარტის“ შეფასებით, აიხსნება ხე-ტყის პროდუქციის ფასების ზრდით.