საქართველოში ავეჯის წარმოების ინდუსტრია ყოველწლიურად იზრდება. თუმცა, წარმოების მზარდი მაჩვენებლების მიუხედავად, ქვეყანა მაინც იმპორტდამოკიდებულია როგორც ნედლეულზე, ასევე მზა ავეჯზე. საინტერესოა, როგორც ვითარდება ადგილობრივი ავეჯის წარმოება, რა გამოწვევების წინაშე არიან სექტორის წარმომადგენლები, რა პოტენციალი აქვს ქართულ ნაწარმს საექსპორტო ბაზრებზე.