მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავეჯის სალონი „ფორუმი“ 8 წლისაა ®

6191faffd4137
BM.GE
15.11.21 11:06
1896
15-23 ნოემბრის ჩათვლით „ფორუმის“ 8 წლის იუბილესთან დაკავშირებით კომპანია მომხმარებელს განახლებულ კოლექციებს და ფასდაკლებას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც 50%-იანი ფასდაკლება ყოველ მეორე შენაძენზე იმოქმედებს და ავეჯისა და აქსესუარების სრულ ასორტიმენტზე გავრცელდება.

„ფორუმი“, ყველასათვის ცნობილი და საყვარელი კომპანია „ახალი ნათების“ მიერ წარმოდგენილი ბრენდია ავეჯისა და ინტერიერის აქსესუარების კატეგორიაში, რომელიც „ახალმა ნათებამ“ ბაზარზე 2014 წელს წარმოადგინა. „ფორუმის“ ბრენდი ქვეშ წარმოდგენილია ყველა კატეგორიის ავეჯი, როგორიცაა - მისაღები ოთახის, საძინებლის, გარე გამოყენების, საოფისე თუ რბილი ავეჯის ფართო ასორტიმენტი, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებითა და რაც ყველაზე მთავარია ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულით. კომპანიის პარტნიორები არიან ავეჯისა მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: Gautier, Hulsta, Vondom, Life, Hacker, Furninova, Jilsrta, Wersal, Theca, Ozio Italy და სხვა.

„ახალი ნათება“ თავის სფეროში ონლაინ კომერციის დანერგვისა და განვითარების კუთხითაც ერთ-ერთი პიონერია, ამ მხრივ წელს კომპანიამ ტექნოლოგიურად კიდევ უფრო გაუმჯობესებული და თანამედროვე დიზაინით, განახლებული ვებგვერდი - www.newlight.ge წარმოადგინა. კომპანიის ვებგვერდზე წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის და თანამედროვე დიზაინის როგორც განათების, ასევე ავეჯისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტი, რაც ონლაინ კომერციისათვის თანმდევ აუცილებელ სერვისებთან ერთად მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს სწრაფად და მარტივად შეასრულოს სასურველი ოპერაციები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები