მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავერსი-ფარმასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ავერსი
25.03.26 13:55
884

,,ავერსი-ფარმასა" და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმის თანახმად “ავერსი-ფარმა“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების შეღავათიანი ტარიფებით მიწოდების უზრუნველყოფს.

კონკრეტულად კი შპს ,,ავერსი-ფარმა“ იღებს ვალდებულებას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის კალკულაციები გასცეს ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით, კვირის ნებისმიერ დღეს.

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 1 წლის ვადით.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ და ავერსის სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკატერინე ბურძენიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები