"Art-გენი 2024“ დასრულდა. წელს, ფესტივალმა ოთხი ქვეყნის: ჩეხეთის, სამხრეთ კორეის, პოლონეთის და ისრაელის მუსიკოსებს უმასპინძლა. მათ შორის, ჩეხი მუსიკოსების ანსამბლს ქართული სახელწოდება "ჰაერი" ჰქვია და ჩეხურ ფოლკლორთან ერთად ქართული სიმღერებიც წარმოადგინა. რიგით ოცდამეერთე საიუბილეო ფესტივალზეც მთავარი წარმდგენი ფარმაცევტული კომპანია ავერსი იყო და ეთნოგრაფიულის ტერიტორიაზე განსაკუთრებული სივრცით და შეთავაზებებით ხვდებოდა ვიზიტორებს.
სტუმარი: ლალი ბრეგვაძე - "ავერსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;