მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავღანეთის ტრანსპორტის მინისტრი პროექტ "ლაპის ლაზულის" მნიშვნელობაზე საუბრობს

5daf2c21eb199
BM.GE
22.10.19 20:17
1058
„აბრეშუმის გზის ფორუმზე" ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის „ლაპის ლაზულის" პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

იამა იარიმ მონაწილოება მიიღო პანელში „სატრანსპორტო კავშირები - ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და მიღმა".

ლაპის ლაზურისდ პროექტის მიხედვით, ავღანეთიდან ტვირთები რკინიგზით და საავტომობილო გზით კასპიის ზღვაზე თურქმენეთის და აზერბაიჯანის პორტებს უკავშირდება, საქართველოში შავ ზღვაზე ფოთისა და ბათუმის პორტების გავლით კი ტვირთების გადაზიდვა ევროპის მიმართულებით ხდება.

„ჩვენ შევქმენით ახალი დერეფანი, რომელსაც „ლაპის ლაზული" ჰქვია. ამ პროექტით ჩვენ ტვირთების გადაზიდვას ვახდენთ ჩინეთის, ინდოეთის, შუა აზიის, კავკასიის მიმართულებით. ჩვენ უნდა მოვიძიოთ შიდა რესურსები, რომ გავზარდოთ ტვირთბრუნვა, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა", - განაცხადა იამა იარიმ.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები