სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში ყველაზე დატვირთული დღე 2023 წლის 6 ივლისს დაფიქსირდა - ამის შესახებ ინფორმაციას ვებგვერდი Flightradar24 ავრცელებს, რომელიც რეალურ დროში საავიაციო მოძრაობის დაკვირვების უმსხვილესი გლობალური პლატფორმაა.
ვებგვერდის თანახმად, 6 ივლისს სულ 134,386 ფრენა დაფიქსირდა.
ამასთან, რეალურ დროში ჰაერში თვითმფრინავების რაოდენობა 20,000-ს შეადგენს.