მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაკომპანია Emirates ქართველი ბორტგამცილებლების დასაქმებას გეგმავს

5dc27c2963221
მიხეილ ხაჩიძე
06.11.19 12:11
3161

ავიაკომპანია Emirates ქართველ თანამშრომლებს ეძებს. როგორც არაბული ავაიგადამზიდავის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ნათქვამი, ამ მიზნით, კომპანია თბილისში, სასტუმრო "ბილთმორში" 20 ნოემბერს დასაქმების ღია კარის დღეს გამართავს. 

"ჩვენ კაბინის ეკიპაჟს ვაკომპლექტებთ; თუ თქვენ იზიარებთ ჩვენი კომპანიის ღირებულებებს და გსურთ ჩვენს მგზავრებს გაუზიაროთ ჩვენთან ფრენის საუკეთესო გამოცდილება, ასევე, თუ მზად ხართ, უზრუნველყოთ უზადო სერვისი 10 კმ-ის სიმაღლეზე, შეხვდით ჩვენს რეკრუტთა გუნდს თბილისში ორგანიზებულ ღია კარის დღეზე’’, - აღნიშნულია Emirates-ის ოფიციალურ გვერდზე.

როგორც კომპანიის ვებგვერდიდან ირკვევა, დასაქმების მსურველები უნდა იყვნენ პოზიტიურები, თავდაჯერებულები, მეგობრულები და ჰქონდეთ სხვისი დახმარების სურვილი; მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 21 წელია.

ამასთან, Emirates-ში სტიუარდესობის მსურველი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: მინიმალური სიმაღლე -  160 სმ,   ხოლო ფეხის წვერებზე დგომისას ხელებაწეული -  212 სმ.  აუცილებელია, საშუალო სკოლის ატესტატი და ინგლისურის სრულყოფილი ცოდნა. ამას გარდა, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ისიც, რომ აპლიკანტს კომპანიის უნიფორმის ტარებისას ტატუ არ უნდა უჩანდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები