მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს

643983965f3fa
BM.GE
14.04.23 20:45
11645
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს.

მას შემდეგ, ჩვენ 4 მილიონზე მეტი ადამიანი დავაკავშირეთ ევროპას და რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიყავით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერი.

გვინდა ბოდიში მოვიხადოთ აპრილ-მაისის საბორტო ჟურნალში გაპარული სამწუხარო შეცდომის გამო და გითხრათ რომ ჟურნალის ონლაინ ვერსიაში შეცდომა უკვე გასწორებულია - https://lxm-group.aflip.in/Wizz_Europe_April_May- 2023_full%20mag.html#page/58.

მიმდინარეობს მუშაობა ბეჭდურ ვერსიაში ცვლილებების განსახორციელებლად. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ს არ აქვს შეხება ჟურნალის შინაარსობრივ ნაწილთან, მასზე მუშაობს დამოუკიდებელი სარედაქციო და საგამომცემლო ჯგუფი, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.

კიდევ ერთხელ გვსურს მოვიხადოთ ბოდიში მომხდარის გამო და აღვნიშნავთ, რომ მუდამ ვრჩებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერებად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები