III კვარტალში ქართული ავიაკომპანიების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 45%-ით 204.4 ათასამდე გაიზარდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტები ჯამში 2.4 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, რაც 21%-იანი ზრდაა.
III კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან ჯამში 9.4 ათასი რეისი შესრულდა, რაც 16%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 69.6 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 159.8 მლნ ტონა-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაიზარდა როგორც გადატანილი ტვირთის, ისე ტვირთბრუნვის მოცულობა.