ევროპული ავიაკომპანიები პირველი კლასის ფრენების გაუქმებას გეგმავენ. ამის შესახებ რამდენიმე ავიაკომპანიამ ოფიციალურად განაცხადა და მათი სამოქმედო გეგმის მიხედვით, ისინი აღნიშნული რესურსის ბიზნესკლასის განვითარებაში გადატანას გეგმავენ. პირველი კლასის კაბინების გაუქმების პროცესი 2000-იანი წლებიდან დაიწყო და ეს ამერიკული ავიაკომპანიებისთვის უცხო არაა, თუმცა ევროპაში მსგავსი პრეცედენტი პირველად ფიქსირდება. რატომ გადაწყდა პირველი კლასის გაუქმება და რა გეგმები აქვთ ავიაკომპანიებს?