საქართველო-ყირგიზეთ შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის 8 მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ დღეს ირაკლი კობახიძისა და ყირგიზეთის პრეზიდენტის სადირ ჟაპაროვის ერთობლივი ბრიფინგის დროს გახდა ცნობილი.
ვაჭრობა, განათლება, ავიაცია, ვეტერინარია, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება - ამ და სხვა მიმართულებით დღეს ყირგიზ კოლეგებთან მემორანდუმები გაცვალეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეკონომიკის მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, იუსტიციის მინისტრმა, განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ.
მხარეებს შორის დადებული მემორანდუმები:
- ორი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროგრამა 2027-2028 წლებისთვის შეთანხმება ყირგიზეთის რესპუბლიკასა და საქართვერლოს მთავრობას შორის ტრანსპორტირებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაციის წინასწარი გაცვლის უზრუნველყოფის შესახებ;
- ქვეყნებს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი;
- იუსტიციის სამინისტროებს შორის სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი;
- რადიაციული დაცვის და ბირთვული უსაფრთხოებისა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი;
- ვეტერინარიის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი;
- საქართველო-ყირგიზეთის საავიაციო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი;
- სახელმწიფო ქონების მართვის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი;
- განათლების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი;




























