მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაციის სააგენტომ რუსულ Azimuth-ს და Red Wings-ს ახალ მიმართულებებზე ფრენის ნებართვა მისცა

Azimuth

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანია Azimuth Airlines-ზე, რომელსაც ფრენების დაწყება ბათუმი-მოსკოვისა და სოჭი-თბილისის საჰაერო ხაზებზე სურს, ნებართვა გასცა

"ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ახალი განაცხადების მიხედვით, Azimuth Airlines-ი 14 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, გეგმავს მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შესრულებას მინვოდი - თბილისი - მინვოდის საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით, 11 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, სოჭი - თბილისი - სოჭის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით და 9 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, მოსკოვი - ბათუმი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით. ხსენებული მიმართულებებით ოპერირებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ნებართვები გაიცა, რადგან ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში",- აცხადებენ სააგენტოში.

უწყების ცნობითვე, Azimuth Airlines ზამთრის სანავიგაციო სეზონზეც გააგრძელებს ოპერირებას მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის მიმართულებით. ასევე, ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან Red Wings ჟუკოვსკი - თბილისი - ჟუკოვსკის საჰაერო ხაზზე იფრენს კვირაში ხუთი სიხშირით. ავიაკომპანია გააგრძელებს ასევე ოპერირებას მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის მიმართულებით კვირაში 6 სიხშირით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები