მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავლაბარში ავარიული საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

police line

ისნის რაიონში, ავლაბარში ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

როგორც BMG-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ადამიანი გამოიყვანეს, რომელიც კონტაქტურ მდგომარეობაში იყო და სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

თავის მხრივ, თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული შენობა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობს, 14 ოჯახი ქირითაა გაყვანილი და შესაბამისად, მასში არავინ ცხოვრობდა.

"მეტეხის ქუჩის N14-ში ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლი, რომელშიც, მისი ავარიულობიდან გამომდინარე, მობინადრეები არ ცხოვრობდნენ, ხოლო პერიმეტრი შემოსაზღვრული იყო დამცავი ღობით.

აქ მცხოვრები 14 ოჯახი გაყვანილია ქირით, რასაც ისნის რაიონის გამგეობა აფინანსებს. აღნიშნული შენობა-ნაგებობა მონაწილეობს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში, რომლის ფარგლებში იგეგმება საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია. რაც შეეხება დაშავებულ მოქალაქეს, არ არის ადგილობრივი მცხოვრები და ტერიტორიაზე მისი ყოფნის მიზანი ჩვენთვის უცნობია",- უთხრეს მერიაში BMG-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები