ავლაბარში ქეთევან წამებულის 25 ნომერში მაცხოვრებლებს სახლები და ავტომობილები სტიქიის შედეგად დაუზიანდათ, როომელიც თბილისში 4 დღის წინ იყო.. მაცხოვრებლები, რომლებიც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობენ, 4 დღეა ცდილობენ, სპეციალური სამსახურის გამოძახებას, რათა სტიქიის შედეგად დაზიანებული კორპუსი და მისი მიმდებარე ტერიტორია, მოგლეჯილი ხეებისგან გაიწმინდოს. ასევე ისინი ელოდებიან ზარალის ანაზღაურებას.


































