მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრალია: გამოძიებამ უნდა დაადგინოს კორონავირუსის წარმოშობის და გავრცელების გარემოებები

5ea1773404d01
ნათია თაქთაქიშვილი
23.04.20 17:04
928
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა წევრმა მხარი უნდა დაუჭიროს კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებულ დამოუკიდებელ გამოძიებას, – ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა. ინფორმაციას მედია გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

სკოტ მორისონის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს კორონავირუსის წარმოშობის და გავრცელების გარემოებები.

„თუ აპირებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მსგავსი კლუბის წევრობას, ასევე იქნება ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ჩვენ დაგვჭირდება დამოუკიდებელი გამოძიება, რომ ვნახოთ, რა მოხდა და ეს გაკვეთილის სწავლაში დაგვეხმარება. იქნება დებატები ჩატარების დროზე. ჩვენ ეპიდემიასთან გამკლავების შუა ფაზაში ვართ და მესმის ზოგიერთის თავშეკავება, რაც გამოძიების დროს უკავშირდება. ჩვენი მიზანი ძალიან მარტივია – მსოფლიო იყოს უფრო დაცული, როდესაც საქმე ვირუსებს ეხება“, – აღნიშნა მორისონმა.

ავსტრალია ჩინეთს აქტიურად აკრიტიკებს. პეკინი გამოძიების მოწოდებას მკაცრად უარყოფს და ამ ძალისხმევას აშშ-ის მეთაურობით ჩინეთის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას უწოდებს.

23 აპრილის მონაცემებით, ავსტრალიაში კორონავირუსით ინფიცირების 6,660 დადასტურებული შემთხვევა  გამოვლინდა, გარდაიცვალა 75 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 5,041 ინფიცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები