მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრალიაში ინფლაცია 32-წლიან მაქსიმუმამდე გაიზარდა

63d0ec2d73a39
გიორგი თოლორდავა
26.01.23 00:05
566
ავსტრალიაში წლიურმა ინფლაციის დონემ 7.8%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც 32-წლიანი რეკორდული მაჩვენებელია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საბაზო ინფლაციის დონე (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგოპროდუქტების ფასებს, წინა კვარტალთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ფასები თითქმის ყველა სამომხმარებლო ჯგუფში იზრდება.

ეკონომისტების ვარაუდით, საბაზო ინფლაციის დონე I კვარტლის ბოლომდე, სავარაუდოდ, 8%-იან ნიშნულს მიაღწევს, რაც ავსტრალიის ცენტრალურ ბანკს აიძულებს უფრო მკაცრი მონეტარული პოლიტიკა აირჩიოს და რეფინანსირების განაკვეთი შედარებით სწრაფი ტემპით გაზარდოს.

ცნობისთვის, მონეტარული კომიტეტის წინა შეხვედრაზე ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთები 25 საბაზო პუნქტით, 3.1-3.85%-იან ნიშნულებამდე გაზარდა, თუმცა, როგორც ჩანს, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ასეთი ტემპი საკმარისი არ აღმოჩნდა ინფლაციის ზრდის ტემპის შესაჩერებლად, რაც თავის მხრივ, მსოფლიოს მასშტაბით ენერგორესურსებისა და სურსათის გაძვირებითაა განპირობებული.

ანალიტიკოსების შეფასებით, ცენტრალური ბანკის მომდევნო შეხვედრაზე რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 0.25 პროცენტული პუნქტით გაიზრდება, ამის შემდეგ კი მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდეს და ცენტრალური ბანკიც მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების სტრატეგიაზე გადაერთოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები