მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრალიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა

64a3d19089758
გიორგი თოლორდავა
04.07.23 12:26
362
ავსტრალიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. კომიტეტის შეხვედრაზე ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი ისევ 4.1%-იანი ნიშნულით განისაზღვრა.

ცენტრალური ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების პროცესი იქამდე გაგრძელდება, სანამ ინფლაციური წნეხი არ დაიძლევა და სამომხმარებლო ფასების ზრდის ტენდენცია არ შენელდება.

ცნობისთვის, წლიური ინფლაციის დონე ავსტრალიაში 7%-ის ფარგლებშია, რაც გასული 30 წლის უმაღლესი მაჩვენებელია. ფასების ზრდა, სხვა დასავლური სახელმწიფოების მსგავსად, ენერგორესურსებისა და სურსათის გაძვირებითაა გამოწვეული.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები