"ავსტრალიაში კენჭისყრა დასრულებულია", - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება შედეგებს, შემაჯამებელი ოქმი „ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.
ოქმის თანახმად, არჩევნებში 50-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა და ხმები ასე გადანაწილდა:
„კოალიცია ცვლილებებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 14 ხმა,
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 10 ხმა,
„ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 9 ხმა,
„გახარია საქართველოსთვის“ – 2 ხმა,
„ქართული ოცნება“ – 15 ხმა.
შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა 109 იყო.