მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრალიის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა

ავსტრალიის ცენტრალური ბანკი

ავსტრალიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო გაამკაცრა და საპროცენტო განაკვეთი 4.35%-მდე გაზარდა, რაც 2024 წლის დეკემბრის მაქსიმუმს უტოლდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ბანკისთვის ზედიზედ მესამე ზრდაა. როგორც ირკვევა, საბჭოს რვა წევრმა მხარი დაუჭირა განაკვეთის მომატებას, ხოლო ერთმა წევრმა პოზიციის 4.1%-იან ნიშნულზე შენარჩუნებას მისცა ხმა.

მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მთავარი მიზეზი ინფლაციური წნეხის ზრდაა, რაც 2025 წლის მეორე ნახევარში მნიშვნელოვნად დაჩქარდა. RBA-ის განმარტებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა საწვავისა და ნედლეულის ფასების მატება გამოიწვია, რაც საბოლოოდ საქონლისა და მომსახურების ღირებულებაზეც აისახა.

არსებული პროგნოზით, ინფლაციის დონე მიზნობრივ 2-3%-იან დიაპაზონს კიდევ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადააჭარბებს, რის გამოც ბანკმა ივნისის კვარტალში ინფლაციის მოლოდინი 4.8%-მდე გაზარდა.

ცენტრალური ბანკი არ გამორიცხავს, რომ განაკვეთების ზრდის ტენდენცია 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდეს და მაჩვენებელმა 4.7%-ს მიაღწიოს.

პარალელურად, RBA-მ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 1.8%-დან 1.3%-მდე შეამცირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები