მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ავსტრია ეძებს IT სპეციალისტებს“ – რა შეიძლება შესთავაზოს საქართველომ მას?

5fa6c44ecab1e
თამთა ჯიჯავაძე
07.11.20 23:00
1918
ვფიქრობ, საკმაო ინტერესი არსებობს ავსტრიულ ბიზნესებს შორის საქართველოსთან ვაჭრობის კუთხით, – ამის შესახებ ავსტრიის ელჩმა საქართველოში თომას მიულმანმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მან რამდენიმე ქართული პროდუქტი და მიმართულება დაასახელა, რასაც ავსტრიის ბაზარზე პოტენციალი აქვს.

„უახლოეს მომავალში ჩვენ ვხედავთ პოტენციალს განსაკუთრებით ორგანული სოფლის მეურნეობის პროდუქციის კუთხით, მაგალითად თხილი, ტექსტილი, და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს IT ბიზნესიც. ავსტრია ეძებს IT სპეციალისტებს, ასე რომ ეს არის ის სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობა ასევე“, – განაცხადა ავსტრიელმა დიპლომატმა.

მისივე თქმით, ავსტრია IT სპეციალისტების ნაკლებობას განიცდის და საქართველო თუ შესთავაზებს შესაბამისად კვალიფიციურ სპეციალისტებს, ავსტრია დიდი სიამოვნებით მიიღებს მათ.

თომას მიულმანმა ასევე ისაუბრა DCFTA-ს მნიშვნელობაზე და დასძინა, რომ ეს არის კარგი ნაბიჯი სწორი მიმართულებით ვაჭრობის მოცულობის გასაზრდელად.

„თუმცა, ნათელია რომ ერთ ღამეში არ ხდება ყველაფერი. ეს პროცესია და ვფიქრობ, ჩვენ სწორ გზაზე ვართ, თუმცა, ჯერ კიდევ საწყის ფაზაში ვართ და ჯერ კიდევ არის პოტენციალი, რაც შეიძლება ავითვისოთ მომდევნო წლებში“, – განაცხადა ავსტრიის ელჩმა.

ცნობისთვის, ავსტრიის ელჩთან ინტერვიუს ნაწილი ხვალ, 8 ნოემბერს 22:00 საათზე, გადაცემა The Checkpoints-ში, BMG-ის სოციალურ არხებზე გავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები