ზამთრის კურორტებთან მიმართებით არსებულ რესურსს ქვეყანა ბოლომდე ვერ იყენებს, რადგან კურორტები დატვირთული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთ სეზონზეა, არადა მთავრობის წევრები ხშირად აანონსებენ რომ ზამთრის კურორტები 4-სეზონიან დასასვენებელ ადგილებად უნდა იქცეს, მაგრამ ფაქტია დაპირება, დაპირებად რჩება. არსებული ინფრასტრუქტურა ვერ აკმაყოფილებს ყველა სეზონზე საჭირო მოთხოვნებს, შესაბამისად, კურორტები კარგავენ ტურისტებსა და შემოსავლებს.