ავსტრიული ენერგოკომპანია OMV, რომელიც Nord Stream 2-ის მილსადენში 10%-იანი მეწილეა, პროექტში მონაწილეობის გადახედვას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების მიხედვით, კომპანია პროექტიდან გასვლის შესახებ იმსჯელებს.
დღეს კი OMV-მ განაცხადა, რომ ისინი აჩერებენ Gazprom-თან მოლაპარაკებებს ურენგოის ოლქში ბუნებრივი გაზის საბადო 4A და 5A-ს 25%-იანი წილის შესყიდვის თაობაზე, რის შესაძენადაც კომპანიამ რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან მოლაპარაკება ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო.
ავსტრიული OMV-ის შვილობილი რუმინული OMV Petrom-ი კი შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებით და მოპოვებით არის დაკავებული. მათ შორისაა, საქართველოს შავი ზღვის შელფის სალიცენზიო არეალიც, სადაც წელს კომპანია ფსკერის 3D შესწავლას გეგმავს.