მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავთო კასრაძე: სტარტაპის წარმატების 10% იდეაზე მოდის, 90% კი - განხორციელებაზე

63c5142e7275f
გიორგი არონია
16.01.23 13:19
659
სტარტაპის წარმატება უმეტესწილად, დამფუძნებელთა მიერ გეგმების აღსრულებაზე არის დამოკიდებული, - ასე აფასებს სტარტაპების წარმატების მდგენელებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელი, ავთო კასრაძე. მისივე თქმით, იდეები, რომლებიც მსოფლიოში მცხოვრებ სტარტაპერებს აქვთ, ერთმანეთს ძალიან ჰგავთ, ასე რომ წარმატების მთავარი ფაქტორი - იდეის აღსრულება ხდება.

„ვხედავთ, რომ დღეს, საქართველოში იცვლება ტენდენციები და პროფესიონალები მეტად ინტერესდებიან სტარტაპებით. რამდენიმე წლის წინ ითვლებოდა, რომ სტარტაპები 18-22 წლამდე ახალგაზრდებმა უნდა შექმნან, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ამ პროცესში კორპორაციაში მომუშავე ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები ერთვებიან, სამსახურს ტოვებენ და ინოვაციურ სტარტაპებს ქმნიან. ბევრი ასეთი ადამიანი გვჭირდება, მათ შორის ისეთები, რომელთაც აქვთ გამოცდილება, კონტაქტები და კავშირების ქსელი, რადგან საბოლოო წარმატებას სწორედ ეს განაპირობებს. იდეა მხოლოდ 10%-ია, ხოლო 90% კი - განხორციელებაა. მსოფლიოში არსებული იდეები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, მაგრამ წარმატებისთვის, იდეის გარდა, ყველაზე სწრაფად და ეფექტიანად უნდა შეძლო, როგორც პროდუქტის შექმნა, ასევე მისი გაყიდვა“, - განაცხადა ავთო კასრაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო 2014 წლიდან ფუნქციონირებს. ამ დრომდე, სააგენტომ 56 ათასზე მეტი ბენეფიციარი დააფინანსა. სააგენტოს წლიური ბიუჯეტი 30 მილიონ ლარს შეადგენს, რომლის 20%, ანუ 6 მილიონი ლარი, ყოველწლიურად, სტარტაპების დაფინანსებაზე იხარჯება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები