მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტობუსის ზოლში მოძრაობისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა შემცირებულია

ავტობუსის ზოლი

2024 წლის 11 თვეში თბილისში ავტობუსის ზოლში გადაადგილების წესების დარღვევისთვის ავტომფლობელები 4,288,146 ლარით დაჯარიმდნენ - ამის შესახებ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, წინა წელთან შედარებით ავტობუსის ზოლში ავტოტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 1.1 მილიონი ლარით არის შემცირებული.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად - სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომისთვის – ჯარიმა 100 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები