მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავტოდაზღვევის ბაზრის ზრდა თითქმის სრულად ფასზე მოდის და არა პოლისების რაოდენობაზე - "არდი"

ავტოდაზღვევა

სადაზღვევო კომპანიებში აცხადებენ, რომ საქართველოში ავტოდაზღვევის ბაზარი მეტწილად ფასის ზრდის ხარჯზე იზრდება და არა გაცემული პოლისების.

როგორც BMG-სთან „არდის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, იმ ფონზე, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა მუდმივად მზარდია, მთლიანი ავტოპარკის მხოლოდ 8%-ია დაზღვეული, რაც მისი შეფასებით ძალიან მცირე რაოდენობაა.

მიხეილ ჯაფარიძის განცხადებით, ამ ფონზე განსაკუთრებით აქტუალური ხდება საკითხი, საბოლოოდ ამოქმედდება თუ არა ქვეყანაში ავტომფლობელთა მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა.

“ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენი ბაზრისთვის სავალდებულო დაზღვევის ეს სახეობა შემოვა თუ არა. იმიტომ რომ ფაქტია, რომ დაზღვეული ავტომობილების, გაცემული პოლისების რაოდენობის კუთხით, პირველ კვარტალში, ჩვენ პრაქტიკულად ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით. ეს ძალიან ცუდი ტრენდია. იმ ფონზე, რომ ქვეყანაში თითქმის 2 მილიონი რეგისტრირებული ავტომობილია, ძალიან ცოტაა დაზღვეული, მხოლოდ 8%.

ავტოდაზღვევის ბაზარი გაზრდილია 9%-ით და ეს თითქმის სრულად ფასზე მოდის და არა დაზღვეული ავტომობილების რაოდენობაზე, რაც გაძვირებას ნიშნავს. ამასთან, ეს განპირობებულია იმითაც, რომ ცოტათი ავტოპარკიც განახლდა. შედარებით ძვირიანი ავტომობილის დაზღვევა კი შესაბამისად, უფრო ძვირია”, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8%-ია დაზღვეული. 2026 წლის 3 თვეში პოლისების რაოდენობა 155 671-მდე (წლიური ზრდა 11%) გაიზარდა. ამ პერიოდში სადაზღვევო სექტორმა ავტოდაზღვევის მიმართულებით 93.5 მლნ ლარის პრემია მოიზიდეს, რაც წლიურად 9.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები