მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოიმპორტიორები მთავრობასთან შეხვედრას ითხოვენ

ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს. როგორც ჩინეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ჩინური მანქანების ბაზრობა, სავარაუდოდ, ქუთაისში უკვე მიმდინარე წლიდან გაიხსნება.

საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ ქვეყანა ჰაბის ფუნქციას კარგავ, ერთ-ერთი მიზეზი კი შესაძლოა ჩინური ავტომობილების ბაზრობაც გახდეს. მათი თქმით, უცხოელ იმპორტიორებს ავტომობილები ქვეყნიდან დაყოვნების გარეშე გაჰყავთ, ქვეყანა ტრანსფერის ფუნქციას კარგავს, სადაც იმპორტირებული ავტომობილების მომსახურება და შემდეგ რეექსპორტი ხდებოდა. სექტორი მთავრობასთან შეხვედრას და საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებას მოითხოვს.

სტუმარი: ალექსი ნონიაძე - "ავტოიმპორტიორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები