მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოიმპორტიორები საგადასახადო კოდექსში ცვლილებას ითხოვენ

ავტოიმპორტიორები საგადასახადო კოდექსში ცვლილებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, მათ ავტონაწილებად დაშლის მიზნით შემოყვანილი ავტომობილის გაფორმება უნდა გაუადვილდეთ. ინიციატივა რამდენიმე თვეა პარლამენტშია წარდგენილი, ის სხვადასხვა უწყებამ უნდა განიხილოს და საკუთარი შეფასება დადოს. შეგახსენებთ,საქონლით საგარეო ვაჭრობის დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფში მსუბუქი ავტომობილები ლიდერობს. 2022 წელს დარგის წლიურმა სავაჭრო ბრუნვამ 2,5 მილიარდი დოლარი, ხოლო აქციზისა და იმპორტის გადასახადის სახით წლიურმა შემოსავალმა სახელმწიფო ბიუჯეტში 239 მილიონი ლარი შეადგინა. 

სტუმარი: ალექსი ნონიაძე - საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები