მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევა, დარგში საინვესტიციო გარემოს გააჯანსაღებს - "ჯიპიაი ჰოლდინგი”

ავტოდაზღვევა

"ჯიპიაი ჰოლდინგში” აცხადებენ, რომ ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღება, დარგში საინვესტიციო გარემოს გააჯანსაღებს.

როგორც კომპანიის NLI ბაზარზე განვითარების დირექტორის მოადგილემ BMG-ის განუცხადა, მსგავსი ტიპის სავალდებულო პროდუქტის დანერგვა ერთი მხრივ, სადაზღვევო ბაზარს გაზრდის, მეორე მხრივ, კი მოსახლეობის დაცულობას გაზრდის.

კონსტანტინე მანჯგალაძის განცხადებით, კომპანიებისთვის ჯერჯერობით ცნობილი არაა, საბოლოოდ რა ფორმით გადაამუშავა მთავრობამ კანონპროექტი, თუმცა იმედოვნებენ, რომ ამ ჯერზე მაინც საკანონმდებლო ორგანო პროცესს ბოლომდე მიიყვანს და შესაბამის კანონმდებლობას მიიღებს.

“ამ ტიპის სავალდებულო დაზღვევა მსოფლიოს ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში და ჩვენს რეგიონშიც ამოქმედებულია. მსგავსმა დაზღვევამ შეიძლება ძალიან დიდი ეკონომიკური ეფექტი მისცეს ჩვენს ქვეყანას და ასევე მოსახლეობას მისცეს დაცულობის ძალიან დიდი ხარისხი, ეს ძალიან ბევრ სამუშაო ადგილს შექმნის ქვეყანაში. ვიმედოვნებ, რომ საშემოდგომო სესიაზე პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. სავალდებულო სახით ავტოდაზღვევის შემოღება საინვესტიციო გარემოს გააჯანსაღებს, მათ შორის დაზღვევის მიმართულებით და დიდ მოთამაშეებს მისცემს სტიმულს, ჩვენი ბაზრით დაინტერესდნენ და აქ შემოვიდნენ“, - განაცხადა კონსტანტინე მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, მთავრობა გეგმავს, რომ ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონპროექტი მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე პარლამენტში განსახილველად ხელახლა შეიტანოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები