მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ავტომობილების სავალდებულო დაზღვევის კანონს თავიდან დააინიცირებს

დაზღვევა

ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო გახდება. კანონპროექტი, რომელიც 6 წელზე მეტია პარლამენტშია, საშემოდგომო სესიაზე ახალი ფორმით დარეგისტრირდება. საქმე ის არის, რომ მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა განკარგულება, რომლის თანახმად, აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტს კიდევ ერთხელ წარედგინება.

პირველი კანონპროექტი ფინანსთა სამინისტროსა და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში 2018 წლის 31 დეკემბერს დარეგისტრირდა. კანონის მიღების შემთხვევაში მთავრობას კვლავ იგივე მოლოდინები აქვს და თვლის, რომ ეს ეკონომიკის და სადაზღვევო სფეროს განვითარების ერთ-ერთი მასტიმულირებელი იქნება.

განხორციელების აუცილებლობას კი, მთავრობა კვლავ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ნაკისრი ვალდებულებებით ხსნის. არადა, ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომლის შესრულების ვალდებულებაც საქართველოს ჯერ კიდევ 2020 წლისთვის ჰქონდა.

მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონპროექტი მზადაა - ინდუსტრიის მოლოდინები

ავტომობილის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტს მთავრობის უახლოეს სხდომაზე გავიტანთ - ნადარეიშვილი

"პირველი სამი წელი ყველა კომპანია მოგებასაც და ზარალსაც თანაბრად გაინაწილებს" - როგორი იქნება ავტომობილების დაზღვევის მოდელი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები