მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილების გამონაბოლქვზე კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა დაიწყოს - გიორგი ჯაფარიძე

ავტომობილის გამონაბოლქვი

მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" თავმჯდომარე გიორგი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ავტომობილის გამონაბოლქვზე კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა დაიწყოს. თემაზე მან გადაცემა "საქმის კურსში" სტუმრობისას ისაუბრა.

"ავტომობილების გამონაბოლქვის კონტროლისთვის 100 ეკიპაჟი მაინც გვჭირდება, დღეს მხოლოდ 10 მუშაობს", - აცხადებს გიორგი ჯაფარიძე და დასძენს, რომ მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული ეკიპაჟების რაოდენობის 6-ით გაზრდა იგეგმება. ჯაფარიძე აცხადებს, რომ პროცესებში საპატრულო ეკიპაჟების ჩართვა და კონტროლი თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის გარდა მთელი საქართველოს მასშტაბით დაწყება აუცილებელია.

“ჩვენი თავდაპირველი მოთხოვნა იყო, რომ ეს კანონი საპატრულო პოლიციას აღესრულებინა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან დიდ უარზე იყო და საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ამ კანონს გარემოს ზედამხედველობის სააგენტო აღასრულებდა.

ჩვენი პირველადი იდეა იყო, რომ საპატრულო პოლიციას, რომელიც ვიზუალურად დაინახავდა ხილულ გამონაბოლქვს ავტომობილის გაჩერება და დაჯარიმება შეძლებოდა, რადგან ასეთი კანონები რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს.

დღეს არსებულ მდგომარეობას რაც შეეხება, ამას პირველ ეტაპზე მინიმუმ 100-მდე ეკიპაჟი სჭირდება, რომ სრულფასოვანი შედეგი მოგვცეს. ასევე ეს კანონი ვრცელდება 4 ქალაქში თბილისის, ქუთაისი რუსთავი და ბათუმი. ყაზბეგის გზაზე, სტეფანწმინდის გზაზე ძალიან ბევრი გაუმართავი ავტოტრანსპორტი მოძრაობს. ეს კანონი პირველ რიგში სატესტო იყო და ამის დახვეწა უნდა მოხდეს. ჩვენ დავაინიცირებთ იმასაც, რომ კანონი მთელ საქართველოში გავრცელდეს და არა მხოლოდ 4 ქალაქში“, - აცხადებს მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს” დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები