საქართველოს მთავრობის მიერ ავტომობილებზე განბაჟების ტარიფების მკვეთრი ზრდის ფონზე საქართველოში მანქანების იმპორტ/ექსპორტი მცირდება. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი მიმდინარე წლის 4 თვეში 217 მილიონი დოლარით, ანუ 29%-ით, 537 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ავტოიმპორტიორების ნაწილი ამბობს, რომ სექტორი ვარდნას განიცდის, გაყიდვები მკვეთრად ეცემა, ქვეყანა კი ე.წ ჰაბის ფუნქციას კარგავს. რა ტენდენციები განვითარდა ბოლო თვეებში ბაზარზე, რას აჩვენებს ოფიცილური რიცხვები და რას ამბობენ, თავად ავტოიმპორტიორები?


































