საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 48.1%-ით შემცირდა. შემცირებულია ექსპორტის ზრდის ტემპიც და 2024 წლის იანვარში 7.4% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილები კვლავ ექსპორტ-იმპორტის სიის სათავეშია, კლების ტენდენცია პანდემიის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში იანვრის 1 მილიარდიან იმპორტში ავტომობილების წილი 10.1% იყო. ჯამში ქვეყანაში 101.4 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები შემოვიდა.
რაც შეეხება ექსპორტს, რომელიც იანვარში $338 მილიონზე მეტი იყო, საიდანაც 112 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილები იყო. ავტომობილების ექსპორტი გასული წლის იანვრის მაჩვენებელს 7.4%-ით აღემატება. ამგვარად საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში ავტომობილების რეექსპორტრმა 33.1%-ით პირველი ადგილი დაიკავა.
საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია: ყირგიზეთ; ყაზახეთი; აზერბაიჯანი; სომხეთი; ტაჯიკეთი.
შარშან სექტემბერში, საქართველო შეუერთდა სანქციებს, რომლის მიხედვითაც, რუსეთში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი აიკრძალა. გასულ წელის იანვარში კი, საქართველოდან რუსეთში რეექსპორტზე 7 მლნ-ს ავტომობილები გადაიყიდა. ამასთან, იაპონიიდან შემცირებული იმპორტის მიზეზი შესაძლოა, წითელი ზღვის კრიზისიც იყოს, რომლის გამოც, აზიიდან ევროპაში საქონლის მიწოდების დრო საშუალოდ 15 დღით, ხოლო ტარიფები 400%-ით გაიზარდა.
რუსეთის მთავრობა ქვეყანაში ავტომობილების „რუხი“ იმპორტის გაზრდილი მაჩვენებლის შემცირებას და ადგილობრივი ბაზრის დაცვას ცდილობს. ახალი წესების მთავარი არსი ევრაზიული კავშირიდან განბაჟებული ავტომობილების შემყვანებსა და იმ იმპორტიორებს შორის თანაბარი პირობების შექმნაა, რომლებიც ავტომობილებს რუსეთში ანბაჟებენ.
მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან რუსეთში მანქანების იმპორტისთვის გადახდის თანხის გამოთვლის პროცედურა დაზუსტდა. „ამრიგად, გადაუხდელი გადასახადები და მოსაკრებელი, რომელიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან რუსეთში იმპორტირებული მანქანების საბაჟო ღირებულების შემცირების გამო მიიღება, გადამუშავების საფასურის ნაწილად იქნება გათვალისწინებული, რომელიც ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სავალდებულო იქნება. ასეთი მიდგომა ისეთი მდგომარეობის თავიდან აცილების საშუალებას გააჩენს, როდესაც ევრაზიული კავშირის ქვეყნებიდან ავტომობილების იმპორტიორები, მათთან შედარებით ვინც ავტოიმპორტისას განბაჟების გადასახადს ქვეყანაში იხდიან, უპირატეს მდგომარეობაში არიან“, - ნათქვამია რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მთავრობის ცნობით, გადამუშავების საფასურის სისწორეს რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახური გააკონტროლებს. გადაუხდელი გადასახადებისა და მოსაკრებლების დარიცხვა შემდგომი გადახდისთვის, როგორც გადამუშავების საფასურის ნაწილი, მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ფორმულის მიხედვით განხორციელდება.
ამასთან, დადგენილების მიხედვით, ევრაზიული კავშირის ქვეყნებიდან ელექტროძრავიანი მანქანების იმპორტისას მათი რუსეთში განბაჟებაა გათვალისწინებული, რაც ყველა გადასახადის და მოსაკრებლის სრულად გადახდას უზრუნველყოფს.
რუსული გამოცემები ავტოექსპორტიორებზე დაყრდნობით წერენ, რომ როდესაც რუსეთის საბაჟოზე მაგალითისთვის ყირგიზეთიდან შესული განბაჟებული ჩინური ავტომობილი შევა, მანქანის რეალური საბაზრო ღირებულება და ის ფასი შედარდება, რომლითაც ის რუსეთში შედის და გამოითვლება, რა თანხის დაზოგვა უნდოდათ იმპორტიორ პირსა თუ კომპანიას ამ სქემით და ამ თანხას რუსეთის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხდიან. გადახდა გადამუშავების საფასურის დამატებით შესრულდება.
სტუმარი: ალექსანდრე ვეკუა - "კავკასიის ავტოიმპორტის" კომერციული დირექტორი;
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად