მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილების ტრანზიტული და შიდა ტრანზიტის სანომრე ნიშნები იცვლება

ტრანზიტული ნომერი

ავტომობილების ტრანზიტული და შიდა ტრანზიტის სანომრე ნიშნები იცვლება. მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 2023 წლის 18 აგვისტოს გამოსცა, რომელიც "საკანონმდებლო მაცნეზე" უკვე გამოქვეყნდა.
 
დადგენილების მიხედვით, ავტომობილის „შიდა ტრანზიტის“ ნიმუში შემდეგნაირია:

აღწერილობა: სარეგისტრაციო ნიშნის მარცხენა მხარეს, ზედა კიდესთან, გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვედა მხარეს − საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“. მარცხენა მხარეს, ქვედა კიდესთან, დატანილია ტვიფრული ნიშანი, ე.წ. „2D ბარკოდი“. სარეგისტრაციო ნიშანს კიდის ქვედა ნახევარზე ჰორიზონტალურად გასდევს წითელი ზოლი, რომელზეც ლათინური ასოებით დატანილია „TRANSIT“. მარცხნიდან მარჯვნივ, თეთრ ფონზე შავი წარწერით დაიტანება ნომერი და სერია (ოთხი ციფრი და სივრცის გამოტოვებით – ორი ლათინური ასო). (აღნიშნული ცვლილება 2024 წლის 1 აპრილიდან უნდა ამოქმედდეს).

ტრანზიტული ნომრის ნიმუში კი შემდეგნაირი:

აღწერილობა: ტრანზიტული ნომერი დამზადებულია შუქამრეკლი თვითწებადი ფირისაგან. ტრანზიტულ ნომერზე ნომერი და სერია დაიტანება მარცხნიდან მარჯვნივ: სამი ციფრის კომბინაცია, სამი ლათინური ასო. ტრანზიტული ნომრის შუა, ზედა ნაწილში აღინიშნება ნომრის გაცემის წელი. (აღნიშნული ცვლილება 2023 წლის 1 ნოემბრიდან უნდა ამოქმედდეს).

მთავრობის დადგენილების მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაევალა, სატრანსპორტო საშუალებათა შიდა ტრანზიტისა და ტრანზიტული ნომრის დამზადება/გაცემისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

რაც შეეხება ძველ ნომრებს, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ მის ამოქმედებამდე გაცემულ და იურიდიული ძალის მქონე ძველი ნიმუშის შიდა ტრანზიტსა და ძველი ნიმუშის ტრანზიტულ ნომერს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მათი მოქმედების ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები