მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან, ავტომობილებსა და მოტოციკლებზე შიდა ტრანზიტული ნომრები იცვლება

ტრანზიტული ნიშანი

დღეიდან ავტომობილებსა და მოტოციკლებზე შიდა ტრანზიტული ნომრები იცვლება. ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული, რომელიც 28 მარტს ირაკლი კობახიძემ გამოსცა.

რაც შეეხება ძველ ნომრებს, დადგენილების მიხედვით, მის ამოქმედებამდე გაცემულ და იურიდიული ძალის მქონე ძველი ნიმუშის შიდა ტრანზიტსა და ძველი ნიმუშის ტრანზიტულ ნომერს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მათი მოქმედების ვადით.

სარეგისტრაციო ნიშნის ზოგადი აღწერილობა: სარეგისტრაციო ნიშნის მარცხენა მხარეს, ზედა კიდესთან, გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვედა მხარეს − საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“. მარცხენა მხარეს, ქვედა კუთხეში, დატანილია ტვიფრული ნიშანი, ე.წ. „2D ბარკოდი“. სარეგისტრაციო ნიშანს კიდის მარჯვენა მხარეს ვერტიკალურად გასდევს წითელი ზოლი, რომელზეც ასევე ვერტიკალურად, ლათინური ასოებით, დატანილია „TRANSIT“. თეთრ ფონზე შავი წარწერით ზედა ნაწილში დაიტანება ნომერი (სამი ციფრი), ხოლო ქვედა ნაწილში − სერია (ორი ლათინური ასო).

ცვლილებები, რომელიც მძღოლებისთვის დღეს ამოქმედდა, 2 სხვადასხვა დადგენილებაში შევიდა, 2014 წლის 8 აპრილის და 2023 წლის 18 აგვისტოს.ცნობისთვის, დოკუმენტის მიხედვით, ავტომობილებსა და მოტოციკლებზე ტრანზიტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ნომრები გასული წლის 1-ლი ნოემბრიდან შეიცვალა. თუმცა, შიდა ტრანზიტულ ნომრებს ცვლილება 2024 წლის 1-ლი აპრილიდან შეეხო.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაევალა, სატრანსპორტო საშუალებათა შიდა ტრანზიტისა და ტრანზიტული ნომრის დამზადება/გაცემისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები