მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოსადგურებსა და მგზავრთგადამყვან ოპერატორებზე ნებართვების გაცემა მარტიდან დაიწყება

ავტოსადგური

"საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ"კანონი 1-ელი მარტიდან ამოქმედდება. საქართველოს მასშტაბით მდებარე ავტოსადგურებსა და მგზავრთგადამყვან ოპერატორებს ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევთ. ნებისმიერ მძღოლს, რომელსაც მგზავრების გადაყვანა მოუნდება, სტანდარტების დაკმაყოფილება და ლიცენზიის აღება მოუწევს, ავტოსადგურმა კი სერტიფიცირება უნდა გაიაროს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ მარტამდე მთავრობა სანებართვო და სერტიფიცირების პირობებს გასცემს. როგორც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ გვენეტაძე BMG-სთან აღნიშნავს, სერტიფიცირებისა და ლიცენზიის მოპოვების ვადების ხანგრძლივობა ჯერ განსაზღვრული არ არის.

" მთავრობას საშუალება მიეცა, სანებართვო პირობები გადამზიდავებისთვის და ავტოსადგურებისთვის დაადგინოს. პირველ მარტამდე მთავრობა გეგმავს, სანებართვო და სერტიფიცირების პირობების მიღებას. შემდეგ, გარდამავალი პერიოდების გათვალისწინებით, განებართვიანება და ავტოსადგურების სერტიფიცირებაში მოქცევა იგეგმება. პირველი მარტიდან ნებართვები გაიცემა, როდემდე გაგრძელდება, ამას მთავრობა ნორმატიული აქტით დაადგეს", - აცხადებს ნიკოლოზ გვენეტაძე.

მხოლოდ თბილისში 24 ავტოსადგური ფუნქციონირებს, რომლებიც კერძო მმართველობაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები