მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავტოსესხი ბარიერის გარეშე: შეიძინე სასურველი ავტომობილი მარტივად, “ევროკრედიტის” დახმარებით

ევროკრედიტი
22.04.26 13:31
862

საერთაშორისო Zuk Group-ი, რომლის წევრიც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ევროკრედიტია“, წარმატებით ოპერირებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, რუმინეთი და უკრაინა, და 2011 წლიდან საკუთარ სერვისებს საქართველოს ბაზარსაც სთავაზობს. 15-წლიანმა გამოცდილებამ სექტორის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ აქცია კომპანია, რომლის მთავარი გზავნილიც თავიდანვე მკაფიო იყო: სესხი ბარიერების გარეშე.

დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა თავისუფლებისა და განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. შესაბამისად, ბაზარზე მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული ფინანსური სერვისების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მიკროსაფინანსო სექტორი ქართულ ბაზარს სწორედ ამ თავისუფლებას სთავაზობს. მისი სტრუქტურული როლი განსაკუთრებით ფასეულია ფინანსური ინკლუზიურობის კუთხით: ორგანიზაციები უზრუნველყოფენ კაპიტალზე წვდომას იმ სეგმენტებისთვის, რომლებიც ტრადიციული საბანკო ფილტრების მიღმა რჩებიან. იქნება ეს თვითდასაქმებული პირები, არაფორმალური შემოსავლის მქონე მომხმარებლები თუ არასტანდარტული საკრედიტო ისტორიის მქონე სუბიექტები - მიკროსაფინანსო ინსტიტუტები ქმნიან ალტერნატიულ, მოქნილ ფინანსურ შესაძლებლობას, რაც კერძო სექტორის მდგრადობასა და ეკონომიკურ ბრუნვაზე პირდაპირპროპორციულად აისახება.

რაც შეეხება „ევროკრედიტს“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოში, რომელმაც მომხმარებლებს ავტოსესხი შესთავაზა. მას შემდეგ პროდუქტი მუდმივად ვითარდება, რათა ავტომობილის შეძენის ან ფულადი რესურსის მიღების პროცესი მაქსიმალურად კომფორტული გახდეს.

რატომ უნდა აირჩიოთ „ევროკრედიტის“ ავტოსესხი?

  • ავტომობილის შეძენა მარტივად და სწრაფად: დაზოგეთ დრო და ენერგია, ავტოსესხის მოთხოვნა „ევროკრედიტის“ ვებგვერდზეა შესაძლებელი;
  • ობიექტური შეფასება: თქვენი ავტომობილი საუკეთესო პირობებით შეფასდება.
  • არანაირი ბარიერი: სესხის აღება შესაძლებელია ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით, შემოსავლების დადასტურების გარეშე.
  • საკუთრება და მართვა: რაც მთავარია, მანქანა რჩება თქვენს საკუთრებაში და აგრძელებთ მის მართვას შეზღუდვების გარეშე.
  • მაღალი ლიმიტი: სესხის მოცულობა 200 000 ლარს აღწევს.
  • მოქნილი გრაფიკი: ისარგებლეთ თქვენზე მორგებული პირობით - 11 თვის განმავლობაში გადაიხადეთ მხოლოდ პროცენტი, ხოლო მეთორმეტე თვეს - სესხის ძირითადი თანხა.

ბაზრის სხვა მოთამაშეებისგან განსხვავებით, „ევროკრედიტი“ მომხმარებლებს უნიკალურ სერვისსაც სთავაზობს: თუ ერთხელ მაინც გქონიათ სესხი კომპანიაში, თანხის მიღება (რეფინანსირება) სულ რაღაც 5 წუთში, სრულად ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ. ეს არის სისწრაფე და კომფორტი, რომლითაც მხოლოდ "ევროკრედიტში" ისარგებლებთ.

„ევროკრედიტმა“ აქტიური ნაბიჯები გადადგა ფინტეკ ორგანიზაციად ჩამოყალიბებისკენ და, 2022 წლიდან საოპერაციო პროცესებში ტექნოლოგიების ინტეგრირებით, მომსახურება კიდევ უფრო მოქნილი გახადა.

მიუხედავად იმისა, რომ ის ციფრული ტრანსფორმაციის გზას ადგას, ფიზიკური ხელმისაწვდომობა „ევროკრედისითვის“ კვლავ პრიორიტეტად რჩება. დღეისათვის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოს 20 დიდ ქალაქში, 27 ფილიალითაა წარმოდგენილი, რაც უზრუნველყოფს, რომ პროფესიონალური კონსულტაცია და დახმარება მომხმარებლისთვის მუდმივად ხელმისაწვდომი იყოს.

ავტოსესხთან ერთად, „ევროკრედიტის“ მრავალპროფილური პორტფელი სხვადასხვა ტიპის ფინანსურ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტთა ფართო სპექტრს აერთიანებს. მათ შორისაა: ბიზნესსესხი, აგროსესხი, სესხი ტაქსის მძღოლებისთვის და სკუტერის სესხი.

კომპანიის სტრატეგიული მისია უცვლელია - ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ფიზიკური წარმომადგენლობის სინთეზით, შექმნას ბარიერებისგან თავისუფალი ფინანსური ეკოსისტემა და მომხმარებელს მაქსიმალურად მოქნილი გადაწყვეტილებები შესთავაზოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები