მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აწარმოე საქართველოში“ გრანტის მისაღებად ბიზნესიდეა 26 307-მა აპლიკანტმა დაარეგისტრირა

5f984b3b07f08
BM.GE
27.10.20 20:50
1063
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო კომპონენტის ფარგლებში, ბიზნესიდეების მიღება დასრულებულია. წელს, პროგრამაში მონაწილეობის მსურველების უპრეცედენტოდ დიდმა რაოდენობამ გამოგზავნა განაცხადები. ჯამში, 26,307-მა აპლიკანტმა დაარეგისტრირა ბიზნესიდეა მთელი საქართველოს მასშტაბით.

ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველები, კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების შესახებ პასუხებს 15 ნოემბრამდე მიიღებენ ელ. ფოსტისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

„წელს, ბიზნესიდეების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო ყველა მეწარმეს“ - აცხადებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი.

"აღსანიშნავია, რომ მიღებული განაცხადების განხილვა გამჭვირვალე პროცესს გულისხმობს, რომელსაც შესაბამისი გამოცდილების, დამოუკიდებელი ექსპერტები განახორციელებენ.

ამასთანავე, მიუკერძოებელი შეფასების პროცესის უზრუნველსაყოფად, ყველა შემოსულ აპლიკაციას ავტომატურად ენიჭება კოდი. შემფასებლები კი ბიზნესიდეის ავტორის ვინაობის ნაცვლად, სწორედ აღნიშნული კოდით ახარისხებენ მიღებულ აპლიკაციებს", – აცხადებენ სააგენტოში.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ხუთი წელია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს. 2015-2018 წლის მონაცემებით, საგრანტო კომპონტენტის ფარგლებში, მხარდაჭერილია 6,212 პროექტი. მათი ჯამური ინვესტიციის მოცულობა კი 61 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები